ჩვენი სერვისები

ბუღალტრული მომსახურებების ფართო არჩევანი

  • ჩვენ ვართ პროფესიონალ ბუღალტერთა გუნდი მრავალმხრივი გამოცდილებით.
  • ჩვენი საქმიანობაა სააღრიცხვო გადაწყვეტილება მივაწოდოთ თავის საქმეში წარმატების უნარის მქონე პირებს.
  • ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების ფართო არჩევანს.

გთავაზობთ სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნას და სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შემუშავებას; სამეურნეო ოპერაციების ეფექტური და სწრაფი აღრიცხვისათვის მოხერხებული სტრუქტურის შექმნა და მისი ავტომატიზაცია საბუღალტრო პროგრამაში; ბუღალტერიის თანამშრომლებისათვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენის პროცესში  ხდება პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების საფუძველზე მომხდარი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში და წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესაბამისობაში მოყვანა მომხდარ ოპერაციებთან.
ეს მომსახურება ესაჭიროება ისეთ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ სრულად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ან აღრიცხვის პროცესი მოიცავდა მხოლოდ დეკლარაციების წარდგენას.

მთავარი ბუღალტრის მომსახურება მოიცავს თქვენი ბიზნესის ფინანსური მხარის სწორად დაგეგმვის, მიმდინარე საქმეების კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისების და ყველა საჭირო დეკლარაცია-ანგარიშგების მომზადების უზრულნვეყოფას. კომპანიის თანამშრომლების, სამუშაოების შესრულების ინსტრუქციების შედგენა და შესრულების მეთვალყურეობა. ასევე ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის სტრქუტურიზებულად მომზადება.

ეს მომსახურება ესაჭიროება ისეთ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ სრულად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ან აღრიცხვის პროცესი მოიცავდა მხოლოდ დეკლარაციების წარდგენას.

საკითხებთან დაკავშირებით; პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია ჩვენსავე საბუღალტრო პროგრამაში; საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების მომზადება და წარდგენა შესაბამის უწყებებში; დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;

ჩვენი მომსახურება სრული ბუღალტრული მართვა საშუალებას აძლევს ჩვენს დამკვეთებს მათი სრული ყურადღება მიმართონ ბიზნესის ძირითადად საქმიანობაზე და არ დახარჯონ დრო საბუღალტრო-საგადასახადო პრობლემების გადაწყვეტაზე. ამ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობაც ჩვენს კომპეტენციაში აღმოჩნდება:

კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა; დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/ საგადასახადო საკითხებში; ასევე ყველა სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის  და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; დამკვეთის საჭიროებისამებრ სხვადასხვა პერიდოულობით ფინანსური ანგარიშგებების მომზადება-წარდგენა

ეს მომსახურება ესაჭიროება ისეთ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ სრულად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ან აღრიცხვის პროცესი მოიცავდა მხოლოდ დეკლარაციების წარდგენას.

საბუღალტრო პროგრამების სწორი დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხს და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობას. აღნიშნული პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით მოხერხებული და ეფექტური ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის შექმნა; ბუღალტერიის თანამშრომელთა ტრენინგი საბუღალტრო პროგრამაში; ყველა მომხმარებლისათვის პროგრამაში შესასრულებელი ფუნქციების ინდივიდუალური განსაზღვრა, რაც გულისხმობს თითოეული თანამშრომლის მუშაობის ორგანიზებას და მათ შორის ინფორმაციის სწორ დამუშავებას.

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ყველა ტიპის ბიზნესი და ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება. ფინანსური ანგარიშგება უნდა წარდგეს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურში. ფინანსური ანგარიშგება შედგება: ბალანსის, მოგება-ზარალის და ფულადი ნაკადების , ე.წ. „ქეშფლოუს“ უწყისებისგან.

კანონის თანახმად ფინანსური ანგარიშება მოიცავს 2018-2020 წლების მონაცემებს. ამასთან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესის ქონების გადასახადი გამოთვლის პროცესში საჭიროა ფინანსური ანგარიშგების მონაცემები.  ამასთან ფინანსთა სამინისტრო გადასახადების უკეთესი ადმინისტრირების მიზნით ახდენს დეკლარაციებისა და ფინანასური ანგარიშგების მონაცემების შედარება-ანალიზს.

ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ის სარგებელი და შესაძლებლობები რასაც გვაძლევს მოწესრიგებული ფინანსური ანგარიშგება:

ბანკისგან სესხის აღების პროცედურის გაიოლება;
პოტენციური ინვესტორების მოძიების შესაძლებლობა;
უცხოელ პარტნიორებთან ახალი თანამშრომლის პერსპექტივა;
ბიზნესი მართვისთვის საჭირო სანდო ინფორმაცია.

audit

ფინანსური აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი წარმოადგენს კომპანიის საქმიანობის წლიური ფინანსური შეჯამების აუდიტს. სხვადასხვა ფირმას ასეთი ტიპის აუდიტი გასხვავებული მიზეზით ჭირდება: საკანონმდებლო მოთხოვნა, საინვესტიციო თუ საკრედიტო პროექტის განსამტკიცებლად, მფლობელთა მოთხოვნით და სხვა. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ყველა ტიპის ფირმის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

საგადასახადო აუდიტი

გთავაზობთ, მიმდინარე და გასული პერიოდების საგადასახადო აუდიტს. რაც  საშუალებას მოგცემთ წესრიგში გქონდეთ ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაცია. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა  არ გეშინოდეთ საგადასახადო შემოწმების და თავიდან აიცილოთ მრავალათასიანი ჯარიმებისა და საურავების რისკი. ჩვენ ვახდენთ შესაძლო დარღვევების გამოვლენას,  და ვეხმარებით ჩვენ დამკვეთებს სრულად და ზუსტად შეასრულონ საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და მშვიდად განაგრძონ საკუთარი ბიზნესის კეთება

welcome6.jpg

სხვადასხვა სფეროს და ზომის კომპანიებს ვთავაზობთ დეკლარაციების მომზადების მომსახურებას. შეიძლება თქვენი ფირმა დაწყებით სტადიაზეა და მცირე რაოდენობის ოპერაციები გაქვთ ან სულაც დიდი მასშტაბის ფირმის მფლობელი/მმართველი ბრძანდებით. ჩვენი უნივერსალური მომსახურება ყველას გაძლევთ საშუალებას, გაეცალოთ თქვენთვის მძიმე, უსიამოვნო და დაძაბულ საქმეს.

დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ყოველთვიური (საშემოსავლო, მოგება, დღგ, აქციზი) და ყოველწლიური (მოგება, ქონება) გადასახადების გამოანგარიშება და დეკლარირება.

ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო რისკების იდენტიფიკაციისა და მართვის სერვისს. დამკვეთის საქმიანობის დეტალური გაცნობის შემდეგ ხდება მისი საგადასახადო რისკების გამოვლენა. ამ მომსახურების ფარგლებში დამკვეთს ასევე წარედგინება გამოვლენილი საგადასახადო რისკების გადაწყვეტის შესაძლო გზები. თუმცა ქმედებების განხორციელების არჩევანი სრულად დამკვეთზეა.

ბიზნესის საგადასახადო რისკების გათვლა, შედარება და შეფასება. ჩვენ დაგეხმარებით წინასწარ დაგეგმოთ თქვენი საგადასახადო პოლიტიკა, შევაფასებთ სხვადასხვა ალტერნატივას და თქვენთან შეთანხმებით შევიმუშავებთ ოპტიმალურ ვარიანტს.

საგადასახადო შემოწმებას ხშირად ახლავს ჯარიმა. ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ დამკვეთის ინტერესების დამცველის სტატუსით საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე დავების, ისე სასამართლო სისტემაში არსებული დავების შემთხვევაში.

იურიდიული მომსახურება

სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე ბიზნეს გარემოში ახალი რისკები წარმოიქმნება. ჩვენ გთავაზობთ ამ რისკების მართვის ეფქტურ გზას. სრულ იურიდიულ მომსახურება, რომელიც თავის თავში მოიცავს:

საწარმოს შრომითი ურთიერთობების სრული სერვისი – ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების მომზადება-ვიზირებას, შრომითი დავასთან დაკავშირებულ სასარჩელო წარმოებას, წარმომადგენლობას სასამართლოში შრომითი დავის განხილვის პროცესში, შრომის შინაგანაწესის შედგენას, შინაგანაწესის დარღვევისათვის დისციპლინური სახდელების დადებისათვის სათანადო

ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზა – მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან, იურიდიულ პრაქტიკასთან შესაბამისობა, ხელშეკრულებების ფორმის ერთიანი სტანდარტიზაცია.

შემოთავაზებული ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო პირობების რევიზიას, ორმაგი ინტერპრეტაციების, თაღლითობის, არათანაბარი პირობებში ჩაყენების რისკების გამორიცხვა.

სხვადასხვა უწყებებთან წარმომადგენლობას და საწარმოს ინტერესების დაცვას – მოლაპარაკებებში მონაწილეობა, სარჩელის და შესაგებელი მომზადება და წარმომადგენლობა, მორიგებაში დახმარება.

port6.jpg

ფასეულობების ინვენტარიზაცია

ძირითადი საშუალებების, საინვესტიციო ქონების და გრძელვადიანი მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია

სავაჭრო და საწარმოო ინვენტარიზაცია

სავაჭრო და საწარმოო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია. მომსახურება გულისხმობს საქონელის, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებს, მზა პროდუქციის ინვენტარიზაცია

inventorization warehouse
განახლებული დღევანდელი ტექნოლოგია

ჩვენ ვნერგავთ საქართველოში არსებულ ყველა ძირითად სააღრიცხვო პროგრამულ სისტემებს

7წელი

გამოცდილება

35კლიენტი

35 დამკვეთი საწარმო თუ ორგანიზაცია

15თანამშრომელი

აღრიცხვის სფეროს გამოცდილი პროფესიონალი

დღგ - ცვლილებები

დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ მომსახურებზე დღგ არ აქვს ჩათვლილი, ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა, თუ დასაბეგრი პირის მიერ ამ მომსახურების გაწევა არ ხდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, 2021 წლიდან აღარ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად (საგადასახადო კოდექსის 159-ს მიხედვით).

ფინანსური ანგარიშგება

საწარმოები ვალდებულები არიან არაუგვიანეს  საანგარიშგებო პერიოდის  მომდევნო წლის 1 ოქტომბრამდე reportal.ge- ზე წარადგინონ ფინანსური ანგარიშგება. წელს პირველად, მეოთხე კატეგორიის საწარმოებს უჩნდებათ ვალდებულება  „არაუგვიანეს  2021 წლის 1 ოქტომბრამდე წარადგინონ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება, შესადარის წლებთან ერთად“ (2018,2019).  გამონაკლისს წარმოადგენ IV კატეგორიაში მოხვედრილი ინდივიდუალური მეწარმეები (კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“)

ქონების გადასახადი

იურიდიული პირი ქონების  გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის პირველი აპრილისა და დეკლარაციის წარდგენისას იხდის ქონების გადასახადს. ქონების გადასახადის დეკლარაციაში შეიტანება საანგარიშგებო წლის დასაეგრი ქონების საშუალო საბალანსო ღირებულება. რაც შეეხება მიწას, ქონების გადასახადში შეიტანება  მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. მაგ: 2021 წლის 1 აპრილის ჩათვლით უნდა წარდგეს 2020 წლის ქონების დეკლარაცია, ხოლო მიწას შევიტანთ 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

Switch The Language

    ჩემი ბუღალტერი – MyAccountant.ge არის კომპანია, რომელიც გემსახურებათ აღრიცხვის სფეროს ყველა ასპექტში.

    ჩემი ბუღალტერი – MyAccountant.ge წარმოადგენს ახალგაზრდა, ენერგიული, კვალიფიციური წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს.

    მისამართი

    37 Pekini Str., Tbilisi, Georgia, 0160

    ტელეფონი

    (+995) 593 36 85 36; (+995) 598 36 85 36

    ელ. მისამართი

    contact@myaccountant.ge
    solutions@myaccountant.ge